top of page
Search
tech6690

ვაკანსია# მარკეტინგის მენეჯერი

SOLID GROUP - გთავაზობთ დასაქმებას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია სამედიცინო დაწესებულებების კომპლექსურ მომარაგებაზე უმაღლესი ხარისხის ლაბორატორიული პროდუქციის სრული სპექტრით, რეაგენტებით, ტესტ სისტემებით, სახარჯი მასალებით, ანალიზატორებით და ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულებისათვის საჭირო ლაბორატორიული პროდუქციით.

ყურადღებით გაეცანი მოთხოვნა-მოვალეობებს და თუ თვლი, რომ ყველა პუნქტს აკმაყოფილებ - შემოგვიერთდი!

ძირითადი მოვალეობები:


· ციფრული მედია არხების მართვა;

· სოციალურ ქსელებში ბლოგისა და პოსტების კონტენტის (შინაარსის) შექმნა

· არსებული გვერდებისთვის პოსტების/სტატიების მომზადება .

· შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშგების მომზადება;

· ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეებისა და ტენდენციების მონიტორინგი და შემდგომი გამოყენება.

· ფოტო და ვიდეო გადაღებების ორგანიზება

· მარკეტინგული მასალების შექმნა/რედაქტირება

· მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ანალიზი და შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა

· ციფრული არხების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი.

· საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება

· კომპანიისა და კომპანიის პროდუქციის ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების გატარება;

· საპრეზენტაციო მასალების, სოციალური მედიის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და მათი განხორციელება;

· პოტენციური ბაზრის ანალიზი, სტრატეგიის და ბაზრის წილის გაზრდა;

· მარკეტინგული ბიუჯეტირების მომზადება და მონიტორინგი;




მოთხოვნები:

· უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;

· მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;

· გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

· საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

· Google AdWords-სა და Facebook Ads/Blueprint ში მუშაობის გამოცდილება

· FB Business cabinet

· Photo shop, Illustrator, corel მსგავსი პროგრამების დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა


პიროვნული თვისებები:

· შრომისმოყვარე

· შედეგებზე ორიენტირებული

· პუნქტუალური,

· დისციპლინირებული

· პასუხისმგებლიანი



თუ გსურთ გახდეთ ახალგაზრდა და ზრდაზე მოტივირებული გუნდის წევრი, ხელი შეუწყოთ თქვენს კარიერულ და პროფესიულ ზრდას და ფიქრობთ რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: info@solidgroup.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე ვერ განიხილება. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ შპს „სოლიდ გრუპმა" დაამუშავოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საკუთარ ბაზაში 1 წლის ვადით. გისურვებთ წარმატებებს!

32 views0 comments

Comments


bottom of page