top of page
Search

ვაკანსია# სტაჟიორი პროდუქციის მართვის დეპარტამენტში

  • tech6690
  • Jun 21, 2022
  • 1 min read

სამედიცინო კომპანია “Solid Group” აცხადებს 2 თვიანი სტაჟირების ვაკანსიას, შემდგომი დასაქმების პერპექტივით.

ძირითადი მოვალეობები:

· კორპორატიული მომხმარებლის მომსახურება;

· კორპორატიული კლიენტების მოძიება/მოზიდვა;

· კლიენტების საჭიროებების და მოთხოვნილებების დადგენა და მათზე ოპერატიული რეაგირება;

· მომხმარებლების საჭიროებებისათვის განკუთვნილი პროდუქციის მოძიება, შესყიდვა და მომხმარებელზე ჩაბარების პროცესის კურირება;

· სამედიცინო სფეროს კონკრეტული პროდუქციის შესწავლა, შემდეგში მომხმარებელთან პროდუქტის სწორი პრეზენტაციის მიზნით;


ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

· ინგლისური და რუსული ენების ცოდნა(მინიმუმ საკომუნიკაციო დონეზე)

· კორპორატიული გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წელი.;

· საოფისე პროგრამების (Word, Exel, PowerPoint, Outlook) ცოდნა.

· მოტივირებული, პოზიტიური, შრომისმოყვარე და კონკურენტუნარიანი;

· ორგანიზებული და პუნქტუალური;

· თავდაჯერებული და მიზანზე ორიენტირებული;


თუ გსურთ გახდეთ ახალგაზრდა და ზრდაზე მოტივირებული გუნდის წევრი, ხელი შეუწყოთ თქვენს კარიერულ და პროფესიულ ზრდას და ფიქრობთ რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: info@solidgroup.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე ვერ განიხილება. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ შპს „სოლიდ გრუპმა" დაამუშავოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საკუთარ ბაზაში 1 წლის ვადით. გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 

Comments


LTD SOLID #63 Gmirta Moedani, Merab Kostava Street, 0171, Tbilisi, Georgia
Tel: + 0322 830 800 Whatsapp: +995 571 700 100 

Email: info@solidgroup.ge

Copyright ⓒ 2022 Solid Group Ltd. All rights reserved.

bottom of page