ვირუსს არ აქვს უჯრედული სტრუქტურა და შეუძლია მხოლოდ უჯრედების შიგნით გამრავლება, თუმცა ყველა ვირუსს აქვს გენომი - დნმ ან რნმ ერთი ან ორი ჯაჭვიდან. ანტივირუსული ვაქცინები ხშირად იქმნება ვირუსის დნმ-ის ან რნმ-ის საფუძველზე.ბაქტერიები, ვირუსებისგან განსხვავებით, უჯრედული სიცოცხლის ფორმებია და წარმოადგენენ რამოდენიმე მიკრომეტრამდე სიგრძის მიკროორგანიზმებს.ამავდროულად, ყველა ბაქტერია არ არის მავნე – სასარგებლო ბაქტერიების გარეშე ჩვენი ორგანიზმი საკვებს ვერ ითვისებს, ექიმები კი დისბაქტერიოზს სხვადასხვა მედიკამენტებით მკურნალობენ, რათა თავიდან აიცილონ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.
თუმცა, როდესაც პათოგენური ბაქტერიები, ისევე როგორც ვირუსები სხეულში შედიან, ინფექცია განვითარებას იწყებს - გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორც შედარებით უწყინარ SARS, არამედ ისეთ დაავადებებზე, როგორიც გახლავთ ქოლერა, ებოლა, და ა.შ, რომელნიც ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ლეტალურ შედეგს იწვევენ.

შესაძლებელია თუ არა ინფექციების ერთმანეთისაგან გარჩევა სიმპტომების მიხედვით?
თითოეულ ინფექციურ დაავადებას აქვს სიმპტომების გარკვეული ჩამონათვალი, მაგრამ შეუძლებელია დიაგნოსტიკისას მხოლოდ გარე გამოვლინებებზე დაყრდნობით გავაკეთოთ დასკვნა. ფაქტია, რომ სიმპტომების სიმრავლე ხშირად არ არის დამოკიდებული პათოგენზე, არამედ იმაზე, თუ რომელ ორგანოებსა თუ სისტემებს აზარალებს ინფექცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული ინფექციით, სიმპტომების ნაკრები შეიძლება იყოს მსგავსი. მაგალითად, თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი დაზიანდება, მაშინ პაციენტს აწუხებს საჭმლის მონელების პრობლემა, მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, ღებინება და ა.შ.
თუმცა, გარკვეული განსხვავებები შეიძლება გამოვლინდეს:
ვირუსულ ინფექციებს უფრო მოკლე ინკუბაციური პერიოდი აქვთ, ვიდრე ბაქტერიულს; ვირუსი სწრაფად გამოავლენს დაავადების პირველად სიმპტომებს, საშუალოდ 1-7 დღის განმავლობაში, ხოლო ბატერიები 7-10 დღეში. (რა თქმა უნდა. თითოეულ ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციას აქვს თავისი ინკუბაციური პერიოდი, ზემოთ მითითებული პერიოდი საშუალოა.)
ვირუსული ინფექციების დროს მათთვის დამახასიათებელი სიმპტომები უფრო სწრაფად ვლინდება, ბაქტერიული ინფექციებისას კი კლინიკური სურათი უფრო ნელა ყალიბდება.
ვირუსები აინფიცირებენ ჯანმრთელ ადამიანებს, ხოლო ბაქტერიები ყველაზე ხშირად იწვევენ დაავადებას დასუსტებული იმუნიტეტის ფონზე (მაგალითად, სხვა დაავადების გადატანის შემდეგ).
ამ განსხვავებების მიზეზები მდგომარეობს ვირუსებით ან ბაქტერიებით გამოწვეული ორგანოების დაზიანების მახასიათებლებში. ვირუსი იწვევს უფრო ფართო დაზიანებებს და ბაქტერიული ინფექციები ჩვეულებრივ ლოკალიზებულია.

რატომ არის მნიშვნელოვანი განვასხვავოთ ბაქტერიული ინფექცია ვირუსულისაგან?
თითოეული ტიპის ინფექცია მოითხოვს სპეციალურ თერაპიას - სხვადასხვა წამლების გამოყენებას, სხვადასხვა დოზით და ა.შ. ხოლო თერაპიის სწორი არჩევანის საფუძველი სწორი დიაგნოზია, ე.ი. პათოგენის იდენტიფიკაცია.
რატომ არ შეიძლება მხოლოდ სიმპტომების მკურნალობა? რადგანაც, ეს არის ბრძოლა შედეგებთან და არა მიზეზთან. თუ თავად ვირუსი ან ბაქტერია არ არის დამარცხებული, ეს მდგომარეობა საკმაოდ საშიშია, რადგანაც, შესაძლოა დაავადება საგრძნობლად გართულდეს, და მეორეც, ინფექციის ქრონიკულ ფორმაში გადავიდეს, და ასეთ შემთხვევაში მასთან გამკლავება მუდმივად მოგიწევთ. მიუხედავად ამისა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს გარკვეული მედიკამენტები სიმპტომების მოსაცილებლად, თუმცა მკურნალობა არ იქნება ეფექტური დაავადების მიზეზის აღმოფხვრის გარეშე. ამიტომაც არის, რომ ექიმები მუდმივად იმეორებენ, თუ რამდენად მავნეა "თვითდიაგნოზი" სხვადასხვა ინფორმაციულ წყაროებზე დაწყრდნობით. სიმპტომების ერთობლიობა შესაძლოა სხვადასხვა ბუნების ინფექციაზე მიგვითითებდეს, და მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ არსებობს უამრავი სხვადასხვა ტიპის ინფექცია, მათი ჩამონათვალი რამოდენიმე სამედიცინო ცნობარის ტომეულებს მოიცავს და იმისათვის, რომ ამ ყველაფერში გაერკვეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ღრმა პროფესიული ცოდნა.
როგორ გავიგოთ,ვირუსმა თუ ბაქტერიამ მიგვიყვანა ინფექციამდე?
იმისდა მიხედვით, თუ რომელი ვირუსი ან ბაქტერია შევიდა ორგანიზმში, ჩვენი იმუნური სისტემა გამოიმუშავებს უნიკალურ ანტისხეულებს – თითოეული ტიპი დამახასიათებელია მხოლოდ ერთი ტიპის პათოგენისთვის. ეს რეაქცია არის იმუნური პასუხი და მასზე დაკვირვებით შესაძლებელია დადგინდეს ინფექცია ვირუსმა გამოიწვია, თუ ბაქტერიამ.
“ამისათვის გამოიყენება სისხლის ანალიზი. მაგალითად, ბაქტერიული ინფექციის ერთ-ერთი ნიშანია ზოგადი სისხლის ანალიზისასცვლილება, რომლის დროსაც ნეიტროფილური ლეიკოციტოზი (სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა) ლეიკოფორმულის მარცხნივ გადაადგილებით. მაგრამ მარტივი ვირუსული ინფექციისთვის, ასეთი მარკერი იქნება ლიმფოციტოზი - ლიმფოციტების რაოდენობის ზრდა.” - ჰაროლდ ვარმუსი,ამერიკელი ექიმი-ვირუსოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.
დღეს დღეობით, ჩატარებული ანალიზებისუმრავლესობის შედეგის მიღება შესაძლებელია 3-5 სამუშაო დღეში, ზოგჯერ უფრო სწრაფადაც და ლაბორატორიების მნიშვნელოვანი რაოდენობა მას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გიგზავნით, რაც დატვირთული რეჟიმის მქონე საზოგადოებისათვის დიდი პლიუსია.

როგორ მკურნალობენ სხვადასხვა სახის ინფექციებს?
როდესაც პათოგენი გამოვლენილია, ექიმი ნიშნავს შესაბამის მედიკამენტებს. ბაქტერიული ინფექციებისას, ეს არის ანტიბიოტიკები, სოკოვანი ინფექციების დროს, ანტიმიკოტიკები, ხოლო პროტოზოული ინფექციების შემთხვევაში, ანტიპროტოზოული პრეპარატები.
ვირუსების სამკურნალოდ, გავრცელებული მცდარი შეხედულების მიუხედავად, გამოიყენება არა ანტიბიოტიკები, არამედ ანტივირუსული საშუალებები და ზოგჯერ პრეპარატები, რომელიც იმუნური სისტემის გასაძლიერებლად გამოიყენება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პრეპარატების კომპლექსის არჩევა ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამორიცხავენ რეციდივებს - ჰერპესს, ადამიანის პაპილომავირუსს და ა.შ.
მეორადი ინფექციის შემოერთებისას, როდესაც ვირუსულ ინფექციას ემატება ბაქტერიული ზიანიც, ექიმმა შეიძლება დანიშნოს კომპლექსური თერაპია, როგორიც, მაგალითად, ბაქტერიული პნევმონიისას რესპირატორული ვირუსული ინფექციის ფონზე.
ამავდროულად, თუ ორგანიზმი ზოგჯერ უმკლავდება ვირუსს დამოუკიდებლად, ბაქტერიული ინფექცია პირიქით, თუ დროულად არ დაიწყეთ მისი მკურნალობა, ბევრად უფრო ხშირ შემთხვევაში გამოდის კონტროლიდან და იწვევს სერიოზულ გართულებებს.

რა არის ბაქტერიების რეზისტენტობა ან რა საშიშროებას იწვევსთვითმკურნალობა?
ბაქტერიების რეზისტენტულობა ანტიბიოტიკების მიმართ, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სამედიცინო პრობლემაა. წამლების განურჩეველი გამოყენებით, ექიმთან კონსულტაციის გარეშე და ინტერნეტის „რეკომენდაციებზე“ დაყრდნობით, მიკროორგანიზმები დაუმარცხებელნი ხდებიან ანტიბიოტიკების მოქმედების მიმართ. ექიმები მთელ მსოფლიოში დიდი ხანია ტეხენ განგაშს - მოქმედი წამლების რაოდენობა მუდმივად მცირდება, მათ შორის ანტიბიოტიკების შემთხვევითი, არასწორი დოზებითა და არასწორი გრაფიკით თვითმკურნალობის ტენდენციის გამო. ასეთი თვითმკურნალობა სავსეა იმით, რომ შემდეგ ჯერზე წამალი უბრალოდ არ იმოქმედებს, ექიმიც და პაციენტიც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, როდესაც მკურნალობის არჩევა ძალიან რთული გახდება.
ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, გარდა ზემოაღნიშნულისა, რატომაც ეჭვის შემთხვევაში (ვირუსი თუბაქტერია) არ არის რეკომენდებული ანტიბიოტიკების დალევა „ყოველი შემთხვევისთვის“. მაგრამ, გარდა ამისა,წამლის მსგავსი ტიპით მიღება არღვევს ორგანიზმის მიკროფლორას, დამატებით დატვირთვას ანიჭებს უკვე დასუსტებული ორგანიზმის ღვიძლს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ მივცეთ ბავშვებს ანტიბიოტიკები დამოუკიდებლად - მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რეჟიმისა და დოზების მკაცრად დაცვით, რადგან. ბავშვებს ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული მიკროფლორა.
დაავადების არსებობის შესახებ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, არ დახარჯოთ დრო, ფინანსები და ა.შ თავად არჩეულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე, უმჯობესია მიმართოთ ექიმს და გაიაროთ გამოკვლევა, რომელიც ზუსტად გაჩვენებთ, რა მკურნალობას და რა მედიკამენტებს უნდა მიმართოთ საჭიროების შემთხვევაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!
Comments