top of page
Search
  • tech6690

ცრუ მოგონებები და ძილის დეპრივაცია ან როგორ ატყუებს ტვინი ადამიანს?

ის, რომ ძილის ნაკლებობა არ არის კარგი ვარიანტი ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის სიახლე ნამდვილად არ არის. მეცადინეობა უფრო ენერგოინტენსიური ხდება, ხოლო მუშაობის დროს კონცენტრაცია მცირდება. მაგრამ გაცილებით ნაკლებია ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ აისახება ძილის ნაკლებობა მეხსიერების, მოვლენებისა თუ სახეების ხარისხზე. „გამიკვირდა, რამდენად მცირე კვლევა ტარდება ძილის ნაკლებობის კავშირის შესახებ დანაშაულის თვითმხილველთა მეხსიერების დამახინჯებასთან“, ამბობს სტივენ ფრენდა, კალიფორნიის უნივერსიტეტის წამყვანი მკვლევარი ირვინში. ის და მისი კოლეგები ცდილობდნენ ამ პრობლემის უფრო დეტალურად შესწავლას.

ექსპერიმენტისთვის მეცნიერებმა 104 სტუდენტი მიიწვიეს ლაბორატორიაში გვიან ღამით. სუბიექტების ნახევარს აჩვენეს ერთი და იმავე კრიმინალის, ჯიბის ქურდობის ფოტოების სერია. შემდეგ ზოგიერთ მათგანი დასაძინებლად გაიწვიეს, ნაწილი კი - მთელი ღამე ფხიზლად უნდა დარჩენილიყო. მეორე ჯგუფთან მიმართებაში ყველაფერი საპირისპირო თანმიმდევრობით გაკეთდა: ზოგს დილამდე არ ეძინა, მეორე ნახევარს კი ჯანსაღი ძილი ჰქონდა, დილით კი ყველას დამნაშავეების ფოტოები წარუდგინეს.



„თუ წუხელ საკმარისად არ გეძინათ და ინტერნეტში რაიმე საინტერესო შენიშნეთ, მოემზადეთ, რომ როცა ამის შესახებ თქვენს მეგობრებს მოუყვებით, გაუცნობიერებლად მოატყუებთ მათ“

ექსპერიმენტის შემდეგ ეტაპზე ყველა მონაწილეს შესთავაზეს ტექსტები, რომლებშიც ყალბი დეტალების დამატებით (როგორიცაა დამნაშავის თმის ფერი), აღწერილი იყო ჯიბის ქურდი ფოტოსურათიდან. ამის შემდეგ ყველა სუბიექტს უნდა აღეწერა ის და კითხვარში ჩაეწერა ის დეტალები, რაც ნახეს.

შედეგად, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ვიზუალური მეხსიერება მნიშვნელოვნად უარესდება ძილის ნაკლებობით. ის ადამიანები, რომლებმაც ნახეს ფოტოები და ტექსტები უძილო ღამის შემდეგ, ბევრად უფრო დაბნეულები იყვნენ ჩვენებისას ვიდრე მათი დასვენებული კოლეგები. იმ პირებისთვის რომლებმაც ნახეს ფოტო უძილო ღამის წინ, შედეგები საშუალო იყო. მკვლევარების აზრით, ეს მეტყველებს იმაზე, თუ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძილი ინფორმაციის დამახსოვრების უნარში.

ძილის ცუდი რეჟიმის დამახინჯებულმა ეფექტმა შეიძლება ახსნას, თუ რატომ განსხვავდება რეალური ცხოვრების ჩვენებები ასე ხშირად ერთმანეთისგან: ძილის ნაკლებობის მქონე მოწმეებს უბრალოდ გააჩნდათ ერთგვარი ცრუ მოგონებები. ასეთ დასკვნებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს არა მხოლოდ კრიმინოლოგიაზე, არამედ იმ ადამიანებზეც, რომლებიც ექვემდებარებიან ძილის ქრონიკულ დეპრივაციას. ძილის ნაკლებობა ადამიანს ცნობიერების განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებს, რომლის დროსაც გარემომცველი რეალობის აღქმა ბუნდოვანი ხდება და ბევრი დეტალი ტვინის მიერ რეკონსტრუირდება ინფორმაციასთან ხელახლა წვდომის მიღებისმცდელობისას. ასე რომ, ჩვენთვის მნიშვნელოვან მოვლენას შეუძლია მთლიანად შეცვალოს აქცენტი, მეხსიერების ნაკადების გავლით. თუ წუხელ საკმარისად არ გეძინათ და ინტერნეტში რაიმე საინტერესო შენიშნეთ, მოემზადეთ, რომ როცა ამის შესახებ თქვენს მეგობრებს მოუყვებით, უგონოდ მოატყუებთ მათ ზოგიერთ დეტალში. როდესაც გარეთ გამოუძინებელი გადიხართ, ნუ ეცდებით მომავლისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და სერიოზული საქმიანობის წამოწყებას, რომელის გახსენებაც მომავალში მოგიწევთ ამა თუ იმ მიზეზით. ამის ნაცვლად, საუკეთესო გამოსავალი იქნება ძილი.



თვითმხილველთა ძილთან დეპრივაცია გასათვალისწინებელია სამართალდამცავების მიერ - მათი განცხადებები შეიძლება შეფასდეს, როგორც ნაკლებად სანდო. შემდგომი ექსპერიმენტები მეხსიერებასა და ძილის ნაკლებობას შორის კავშირის გამოსაკვლევად ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ როგორ იწვევს უძილობა აღქმისა და დამახსოვრებული მოვლენების დამახინჯებას.

ცუდი ძილი: რვა საათიანი მოუსვენარი ძილი უარესია, ვიდრე ოთხსაათიანი ჯანსაღი..

ღამის განმავლობაში ოთხჯერ გაღვიძება 10-15 წუთის განმავლობაში – ასეთი შეფერხებები უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანს დღე გაუფუჭდეს და მთელი დღის განმავლობაში გაღიზიანება გამოიწვიოს. ხშირად შეწყვეტილი, შფოთვით სავსე, მოუსვენარი ძილი ბევრად უარესია, ვიდრე მხოლოდ რამოდენიმე საათიანი, მაგრამ მშვიდი და სარგებლიანი. ეს დაადგინა მეცნიერებმა, რომელიც იკვლევენ ღამის ძილთან ახალ მიდგომას. მიუხედავად იმისა, რომ ხშირია მშობლების მიერ ბავშვის სანახავად რამდენჯერმე ადგომა შუაღამისას, ასეთი სხეულის გადატვირთვის შედეგები სისტემატურად არასოდეს გამოძიებულა.

მშობლები არ არიან ერთადერთნი, ვინც იტანჯება ძილის წყვეტით, განმარტავს პროფესორი ავი სადი, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას: „ექიმები, რომლებსაც შეუძლიათ რამდენიმე ზარი მიიღონ ღამით პაციენტებისგან, შეიძლება ასევე განიცდიან ძილის აქტიურ დარღვევას. ღამის კონსულტაციები და საუბრები, რა თქმა უნდა, შედარებით მოკლეა - მხოლოდ ხუთი ან ათი წუთი - მაგრამ ისინი არღვევენ ბუნებრივ რიტმს. ძილის შეწყვეტის ეფექტი დღის განწყობაზე არასოდეს ყოფილა შესწავლილი. ჩვენი კვლევა აჩვენებს, თუ როგორ აზიანებს მოკლევადიანი ხშირი გამოღვიძებები კოგნიტურ შესაძლებლობებს და ემოციურ ფონს.




„ძილის შეწყვეტის გავლენა დღის განწყობაზე და კოგნიტიურ შესაძლებლობებზე არასოდეს ყოფილა შესწავლილი“

კვლევის დროს სუბიექტები ოთხჯერ გააღვიძეს სტანდარტული რვასაათიანი ძილის დროს. ყოველ ჯერზე, როცა იღვიძებდნენ, კომპიუტერზე დავალების შესრულებას სთხოვდნენ, რასაც დაახლოებით 10-15 წუთი სჭირდებოდა, შემდეგ კი საწოლში ბრუნდებოდნენ. დილით, სუბიექტებს ჩაუტარდათ ინტელექტის, ყურადღებიანობისა და განწყობის ტესტირება. შედეგები შეადარეს სხვა ორი ღამის ტესტის შედეგებს: ერთი - რვა საათი ძილის შეწყვეტის გარეშე და მეორე - ოთხ საათიანს. ძილის ხელოვნური შეწყვეტით გამოწვეული ეფექტები უდრიდა ოთხსაათიან ძილისაგან მიღებულ ეფექტს. ხალხი უფრო დეპრესიულად, დაღლილად, დაბნეულად გრძნობდა თავს. ეს იყო მხოლოდ ერთი ღამის შეწყვეტილი ძილის ეფექტი.

სადი განმარტავს: „ჩვენი კვლევა გვიჩვენებს, თუ რისი გაკეთება შეუძლია მხოლოდ ერთიღამითდარღვეულ ძილს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ეფექტები კუმულაციურია და, შესაბამისად, მშობლები, რომელიც 3 დან 10-ჯერ იღვიძენ ღამით თვეების განმავლობაში, ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნათ ძილთან დაკავშირებით. სხეულზე ფიზიკური ზემოქმედების გარდა, შეწყვეტილ ძილს ხშირად აქვს ფსიქოლოგიური შედეგები: მშობლებს ხშირად უვითარდებათ შვილებისადმი მიმართული სიბრაზის გრძნობა, შემდეგ კი დანაშაულის გრძნობა ამ უარყოფითი ემოციების გამო.


43 views0 comments

Comments


bottom of page