top of page
Search
tech6690

24 მარტი ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე

📣 24 მარტი ტუბერკულოზის საერთაშორისო დღედ არის გამოცხდებული, ხოლო ყოველწლიურადექიმები აღრიცხავენტუბერკულოზის 8 მილიონზემეტ ახალ შემთხვევას!

👉🏻ამიტომგვსურსშეგახსენოთ,რომტუბერკულოზიგანკურნებადია. დარაცუფროადრეაღმოვაჩენთმას, მითუფრომალეშეძლებთცხოვრებისჩვეულრიტმსდაუბრუნდეთ.

👉🏻სამწუხაროდ, ჯანმო-სმონაცემებით, მსოფლიოშიტუბერკულოზისშემთხვევებისდაახლოებით 20% ყოველწლიურადშეუმჩნეველირჩება. COVID-19-თანდაკავშირებულმავითარებამშეიძლებამნიშვნელოვნადიმოქმედოსდროულდიაგნოსტირებაზე, რაცამმაჩვენებლისგამწვავებასგამოიწვევს.

👉🏻საყურადღებოა, რომ ჯანდაცვისმსოფლიოორგანიზაციამკაცრადგვირჩევს, COVID-19 ანალიზებთანერთად, პარალელურადჩაიტაროთტუბერკულოზისდიაგნოზი.




აღინიშნება მულტირეზისტენტულიტუბერკულოზისა და აივინფექციასთან დაკავშირებული ტუბერკულოზის გავრცელება, რაც საშუალებას აძლევს ინფექციას გავლენა მოახდინოს მოსახლეობის ყველა სეგმენტზე პრევენციული ღონისძიებების უგულებელყოფის პირობებში.ონლაინ მედიის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოქალაქეების ცნობიერება. ეს დაავადება შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ორგანოში - ფილტვებში, თირკმელებში, ნაწლავებში, ძვლებსა და სახსრებში, მენინგებში. მაგრამ ყველაზე ხშირად სასუნთქი ორგანოები ზიანდება.დაავადებულთა ერთ ნაწილში ტუბერკულოზი საკმაოდ აქტიურად და გამოკვეთილად მიმდინარეობს, მაღალი ტემპერატურით, აქტიური და პროდუქტიული ხველით, მეორე ნაწილს კი მეტად სისუსტე, გადაღლილობა, არც თუ ისე მაღალი ტემპერატურა, მცირე ხველა აღენიშნება, ხანდახან კი სრულად უსიმპტომონი არიან.

1993 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტუბერკულოზი გლობალურ პრობლემად გამოაცხადადა, მიუხედავად მიღებული ზომებისა, მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. ადრე, როცა საქმე ტუბერკულოზისანალიზს ეხებოდა, გამოსავალ იერთი იყო: ყველას გამონაკლისის გარეშე მანტუს სინჯი უტარდებოდა და საზოგადოება სხვავარიანტს არც განიხილავდა.



ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები ექვემდებარებიან ხანგრძლივ უწყვეტ მკურნალობას. მკურნალობის ხანგრძლივობა მერყეობს ოთხი თვიდან ერთ წლამდე ან მეტი, დაავადების ფორმის მიხედვით. ადრეულ დიაგნოზს და დაავადების დროულ დიაგნოსტირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ეფექტურობისა და დაავადებისბ დაძლევის პროცესში. ვინ უნდა ჩაიტაროს დიაგნოსტიკა და შეამოწმოს თავი განსაკუთრებულიყურადღებით? მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი არის ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიის Mycobacterium tuberculosis-ის მატარებელი. ალბათობა იმისა, რომ დაავადება დაიწყებს პროგრესირებას ლატენტური მდგომარეობიდან დაახლოებით 10%. მაგრამ არსებობს მთელი რიგი პირობებისა რომლებიც ზრდიან დაავადების რისკს:

· არასწორი დიეტა, ღარიბი საჭირო ნივთიერებებით;

· მავნე ჩვევები, პირველ რიგში მოწევა;

· შაქრის დიაბეტის არსებობა;

· დასუსტებული იმუნიტეტი;

გარდა მანტუს სინჯისა და ყოველწლიური ფლუოროგრაფიის სესიებისა, რომლებიც ყველასთვის ცნობილია ბავშვობიდან, არსებობს დაავადების ამოცნობის სხვა, უფრო ზუსტი, სწრაფი და საიმედო გზები. თითოეული მეთოდი თავისებურად დადებითია, მაგრამ ფლუოროგრაფია შესაძლებელს ხდის ტუბერკულოზის გამოვლენას უკვე ფილტვების დაზიანების სტადიაზე, ხოლო ცრუ დადებითი მანტუს სინჯის შედეგის ალბათობა 30%-ია. თავის რეკომენდაციებში ჯანმო ექსპრესს მოლეკულურ დიაგნოსტიკურ ტესტებს (PCR) ტუბერკულოზის გამოვლენის ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიიჩნევს.

რა თქმა უნდა, მხოლოდ მედიცინის მუშაკები ტუბერკულოზს ვერ გადალახავენ - ეს არისწ გლობალური პრობლემა პრობლემა, რომელიც მოითხოვს დიდ ორგანიზაციულ ღონისძიებებს და ეკონომიკურ ხარჯებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გვსურს დავუბრუნდეთ დროული დიაგნოზის და საკუთარ თავზე ზრუნვის საკითხს. ჯანსაღი ცხოვრების წესი, დროული პროფილაქტიკური გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში დროული და სრულყოფილი მკურნალობა - თქვენი ჯანმრთელობის საუკეთესო გარანტია.


12 views0 comments

Comments


bottom of page