top of page
Search
  • tech6690

გამოცდილი მედდა ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარების სწორი გზის დემონსტრაციას ახდენს.

მედდამ ანტიგენის სწრაფი ტესტის სწორი მოხმარების დემონსტრირება ჩაატარა. ასევე, მან გაგვიზიარა მნიშვნელოვანი რჩევა, რომლის თანახმადაც, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ცხვირის ერთსა და იმავე დისტანციაზე ნეკა თითის კუთხიდან პირველ სახსრამდე.



ჩრდილოეთ რეგიონის ჯანმრთელობის კოორდინირების ცენტრის მედდათა ხელმძღვანელმა, სიუ ფრენჩმა პარასკევს ჩაატარა ცოცხალი დემონსტრაცია მასმედიის ინფორმირებისათვის, Orient Gene-ს ტესტის გამოყენებით. მან ხაზი გაუსვა ინსტრუქციის დეტალური შესწავლის მნიშვნელოვან საჭიროებას, ვინაიდან ტესტთა სხვადასხვა ბრენდს განსხვავებული მეთოდები აქვთ, რომელიც საბოლოო ჯამში ერთმანეთისაგან მცირე ვარიაციებით განსხვავდება.

მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ტესტის ჩატარება სწორედ იმ მომენტში, როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ ნესტოების წინა ნაწილში არ არის ლორწოვანი გამონადენი. ნაზალური ტამპონი საჭიროა შეიყვანოთ 2-3 სანტიმეტრით, სწორი კუთხით. იმ შემთხვევაში, თუ სწორი დაშორების გამოთვლა ვიზუალურად გიჭირთ, ალტერნატივის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ნეკა თითის ბოლო წერტილიდან პირველ სახსრამდე არსებული სიგრძე. მან ასევე განგვიმარტა, რომ თქვენ არ უნდა გრძნობდეთ რაიმე სახის წინააღმდეგობას ცხვირში ტამპონის შეყვანის პროცესში და უნდა გრძნობდეთ მხოლოდ ცხვირის "ძვლოვან ნაწილს". შემდგომ, ტამპონი უნდა დატრიალდეს 5 ჯერ, მანამ, სანამ იგივე პროცესი განმეორებითად განხორციელდება მეორე ნესტოში.

მედდამ ასევე დააზუსტა, რომ უშუალოდ ტესტის ჩატარების პროცესში, აუცილებელია კასეტა სწორ ზედაპირზე იდოს, რათა კარტრიჯი სწორად გადანაწილდეს და გამოვრიცხოთ მცდარი პასუხის მიღების ვარიანტი. ფრენჩმა 15 წუთიანი ინტერვალი დანიშნა და პასუხი ლოდინს შეუდგა და ასევე აღნიშნა, რომ სხვა ტესტებთან მიმართებაში შესაძლოა ოდნავ ნაკლები ან მეტი დრო იქნეს საჭირო პასუხის მისაღებად. თუ კარტრიჯზე არ გამოჩნდება ხასი C მაჩვენებლის გასწვრის, ე.ი ტესტი არასწორია და საჭიროა ტესტირების თავიდან გავლა. ერთი ვარდისფერი ხაზი С ასოს გასწვრივ, ნიშნავს რომ ტესტი გამართულია, მაგრამ შედეგი უარყოფითი. მაგრამ, ორი ვარდისფერი ხაზის არსებობს, C და T მაჩვენებლების გასწვრივ, ნიშნავს, რომ თქვენ დაგიდასრუტდათ კოვიდ 19. მედდამ ასევე აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული ტიპის ტესტები, რომელზეც სამი ხაზი იკვეთება, მესამე ხაზი კი სწორედ იმას აღნიშნავს, რომ ტესტი არ არის გამართული. "ყოველთვის გაეცანით და დაიცავით ტესტის ინსტრუქცია." - კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა სიუ ფრენჩმა.

12 views0 comments

コメント


bottom of page